საკულტო ტყავის ქურთუკების ისტორია

საკულტო ტყავის ქურთუკების ისტორია

სამხედრო წარმოშობა

ფუნქციონალური სამხედრო ტანსაცმელი მოდის ისტორიკოსებმა შეისწავლეს, როგორც სფერო, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაში ტანსაცმლის გაბატონებულ ტენდენციაზე საუკუნეების განმავლობაში. ტყავის ქურთუკი გამონაკლისი არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს სამოსი გერამნელ მფრინავებს ემსახურებოდა, რადგან ტყავის ფაქტურა უნივერსალური იყო თუკი კაბინაში ტემპერატურის უეცარი ცვლილება აღინიშნებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ფუნქციური ტყავის ქურთუკები უკვე ეცვათ ამერიკელ და ბრიტანელ მფრინავებსაც.

"Perfecto" ქურთუკი

1928 წელს ირვინ შოტმა შექმნა პირველი მოტოციკლეტის ქურთუკის დიზაინი. სახელწოდებით "The perfecto jacket", რომელსაც შოტის საყვარელი სიგარების კომპანიის სახელი უწოდეს. სწორედ ამ დროს დაინერგა Perfecto ქურთუკი პირველად, როგორც მოდი ობიექტი და თითქმის 100 წლის შემდეგ გახდა საწყისი წერტილი მრავალი დიზაინერისთვის, რომლებიც ეძებდნენ ქურთუკის დიზაინის ინოვაციურ ინტერპრეტაციას. 

საკულტო დიზაინი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, გადაკეცილი, პიჯაკის სტანდარტული საყელოთი და ელვა შესაკრავებით. ეს უკანასკნელი დღემდე ტრენდების სათავეშია და მას Lefon.ge-ს კოლექციაშიც შეხვდებით:

ჰოლივუდი

ფილმებში ნანახი ქარიზმატული გმირები ხშირად ხდებიან შთაგონების ობიექტები მთელი თაობებისთვის. ისინი პერსონაჟების ჩაცმულობის გამეორებით ცდილობენ, ვერცხლის ეკრანის მიღმა, რომანტიზებულ და იდეალიზებულ სამყაროსთან იდენტიფიცირებას. პირველად ტყავის ქურთუკი მაყურებელმა ჰოლივუდის ეკრანზე ნახა 1953 წელს. The Wild One-ში ტყავის ქურთუკი მოირგო ლეგენდარულმა მარლონ ბრანდომ, რომელიც სახიფათო ბანდის წევრს განასახიერებდა.

ტყავის ქურთუკი აჯანყების სიმბოლოდ იქცა, არა მხოლოდ გამოგონილი ფილმის პერსონაჟების გამო,როგორებიც იყო ბრანდო ან სტივ მაკქუინი, არამედ 50-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ჯეიმს დინის წყალობით. სწორედ მისი ქარიზმა და თინეიჯერული შფოთვა იყო დაკავშირებული ტყავის ქურთუკის აჯანყების ცნებასთან და ეს მეამბოხე პიროვნება, უმეტესად, ახალგაზრდა აუდიტორიას ემსახურებოდა.

რადგანაც ამ სამოსმა მსგავსი უარყოფითი სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა, მისი სკოლებში ტარება აიკრძალა, რათა მოსწავლეები ბანდის კულტურის რომანტიზაციისგან იზოლირებულიყვნენ.

The Wild One: Marlon brando; film by Benedek; 1953

Rock N Roll

გასული საუკუნის მეორე ნახევარი გამოირჩეოდა სუბკულტურის ესთეტიკით. 70-80-იანი წლების როკ-მუსიკა, რომელიც ეფუძნებდა თამამ, არაკონფორმისტურ იდეებს, გახდა ფენომენი, რომელსაც საუკეთესოდ ასახავდა ტყავის ქურთუკი. ეს უკანასკნელი ახალი თაობისათვის გახდა თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის სიმბოლო. ამ პერიოდში მოცემულ სამოსს ატარებდნენ გავლენიანი როკ-მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ პეტი სმიტი, ჯოან ჯეტი და ბლონდი.

ჯოან ჯეტი ტყავის ქურთუკში.
ფოტოზე წარმოდგენილია მეამბოხე როკ-ვარსკვლავი ჯოან ჯეტი ტყავის ქურთუკში, რომლის ანალოგს, კვლავ სიამაყით გთავაზობთ Lefon-ge-ს დიდი კოლექციიდან. 
ტყავის ქურთუკი გადმოსაკეცი საყელოს გარეშე, დიზიანისთვის განკუთვნილი გვერდითი ელვა შესაკრავებით: 

90-იანი წლების მოდა

მნიშვნელოვანია 90-იანი წლების ესთეტიკაზე საუბარი თანამედროვე მოდის კონტექსტში, სადაც იგრძნობა ნოსტალგიური დაბრუნება ამ ათწლეულის მოდის ინდუსტრიაში. ტყავის ქურთუკები 90-იანებში ახალი ტენდენცია გახდა, განსაკუთრებით პირველი თაობის სუპერმოდელების ძლიერი გავლენის გამო. ქეით მოსიდან ნაომი კემპბელამდე და კრისტი ტურლინგტონამდე, ყველა მათგანმა გამოიყენა "არასამუშაო" ესთეტიკა, რომელიც ფოკუსირებული იყო უბრალო მაისურებზე, ჯინსებსა და, რა თქმა უნდა, ტყავის ქურთუკებზე. სწორედ ეს ათწლეული შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მომენტი, როდესაც ტყავის ქურთუკი გახდა მასობრივი წარმოების პროდუქტი და პოპ-კულტურის ძირითადი ნაწილი.

ამ პერიოდში ტყავის ქურთუკებზე ჩატარდა ე.წ. ექსპერიმენტები. მაღალი მოდის დიზქაინერებმა ეს უკანასკნელი მოარგეს 90-იანების ტენდენციებს და შექმნეს ის ასიმეტრიული ჭრილებითა და თამამი, გამოხატული მხრებით:

მსგავს მოდელსაც შემგთავაზებთ ჩვენი კოლექციიდან, რომელიც, უდავოდ, 90-იანების ინსპირაციითაა შექმნილი:

ეკო-მეგობრულობა

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე დროში მდგრადი ქსოვლის განვითარებას, როგორიცაა ვეგანური ტყავი, დიდი დრო ეთმობა. ის შეიქმნა ლაბორატრიაში, რათა მიბაძოს ბუნებრივი ტყავის ესთეტიკას ცხოველებისა და გარემოს ზიანის მიყენების გარეშე. სიამაყით, Lefon.ge სრულიად ეკო-მეგობრული ბრენდია.
  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები