გაეცანი გაზაფხულის ტენდენციას - პასტელის ფერები

გაეცანი გაზაფხულის ტენდენციას - პასტელის ფერები

რბილი, დამამშვიდებელი ფერების პალიტრა ასახავს ბავშვობის მოგონებებს ტკბილეულის, ღრუბლებისა და ნაზი სიზმრების შესახებ. არც ისე დიდი ხნის წინ, მოდის სამყარომ სხვაგარად დააფასა ღია ვარდისფერი ტონალობა, ე.წ. "ვარდის კვარცი"( Millennial Pink). ახლა კი პასტელი ბრუნდება სრული პალიტრით. ისე, როგორც არასდროს, პასტელური იასამნისფერი, ცისფერი, პიტნისა და ლიმონისფერი მოთხოვნადია სამოსში. სწორედ ამ ტენდენციის გამო LEFON.GE-ის გაზაფხულის უახლეს კოლექცაში აღმოაჩენთ საუცხოო მოდელებსა და განსაკუტრებულ ტონალობებს, რომლებიც აქამდე, არასდროს არ ყოფილა წარმოდგენილი ამდენად მასიურად.

როგორ ამოვიცნოთ პასტელური ფერი?

ყველა ტონალობა პასტელურია, თუკი შეხედვისას სიმშვიდისა და სიმსუბუქის გრძნობებს გგვრის. ფერთა ეს დაჯგუფება ბევრად უფრო მკრთალია ვიდრე ძირითადი ელფერები, რადგან მათგან განსხვავებით პასტები იქმნება დიდი რაოდენობით თეთრის შერევით, რაც მას განსაკუთრებულად აღიავებს, სწორედ ასე ვიღებთ ყველაზე ჰაეროვან ფერებს, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულს განსაკუთრებულად უხდება.

________________________________

სილამაზე

სილამაზისა და თავის მოვლის ბრენდები გამუდმებით ფუთავენ საკუთარ პროდუქტს პასტელურ ტონალობებში იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყველაფერთან ერთად, სილამაზესთანა და ესთეტიკასთან ასოცირდება, გასაკვირი არცაა, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს რბილ და ღია ფერებთან, რომლებიც განსაკუთრებულად უხდება ნეიტრალურ ელფერებს და ასე იქმნება დახვეწილობის განცდა.

1.  2. 

3.  4. 

პროდუქტის დაწვრილებით სანახავად დააჭირე შესაბამის ციფრს.

________________________________

კეთილდღეობა

ბოლო პერიოდში ჩვენი განახლებული კავშირი პასტელებთან, არის ლტოლვა კეთილდღეობისა და კომფორტისაკენ, პანდემიისა და პოლიტიკიური დაძაბულობის სერიების საპასუხოდ, რადგანაც ფერების ეს დაჯგუფება ამშვიდებს ადამიანს, მის თვალებს და დადებითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

1.  2. 

3.  4. 

პროდუქტის დაწვრილებით სანახავად დააჭირე შესაბამის ციფრს.

________________________________

მინიმალიზმი

პასტები მარტივად ჯდება უფრო მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის ესთეტიკაში, რადგან საქმე გვაქვს ნაკლებად გაჯერებულ ფერებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მინიმალური რაოდენობით შეიცავენ მუქ-შუქ ჩრდილებს.

 1.  2. 

3.  4. 

პროდუქტის დაწვრილებით სანახავად დააჭირე შესაბამის ციფრს.

________________________________

სიმსუბუქე

ფერთა ეს დაჯგუფება ასევე ასოცირდება სისუფთავესთანა და სიმსუბუქესთან, რადგან ისინი დიდი რაოდენობითაა შეზავებული ყველაზე წმინდა ტონალობასთან - თეთრთან. 

 

1.  2. 

3.  4. 

პროდუქტის დაწვრილებით სანახავად დააჭირე შესაბამის ციფრს.

________________________________

ზღაპრულობა

ის ყველაფერი, რაც ბავშვობასთან ასოცირდება წარმოდგენილი იყო და არის პასტელურ ფერებში: ტკბილეული, ნაყინი, მულტფილმის საყვარელი პერსონაჟის ჩაცმულობა, ფერადი ღრუბლები და აქსესუარები პატარებისთვის.

1.  2. 

3.  4. 

პროდუქტის დაწვრილებით სანახავად დააჭირე შესაბამის ციფრს.

________________________________

ფაქტები პასტელებზე

  • სახელი პასტელი მომდინარეობს ფრანგული სიტყვისგან "pastiche".
  • პასტელის ტონები სიმშვიდის სიმბოლოა.
  • პასტელები განსაკუთრებულად პოპულარულია ინტერიერის დიზაინში, რადგან ის საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის.
  • პასტელურ ფერებს ახასიათებენ, როგორც "გაზაფხულს".
  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები