ჩვენ შესახებ
ისტორია
კომპანია "არჩევანი" უკვე 10 წელია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც უმსხვილესი სამოსის მაღაზია და აერთიანებს ქარათულ თუ უცხოურ ბრენდებს, რომლებიც, საგულდაგულოდ, თქვენთვის შეირჩა, რათა საყიდლები გამხდარიყო კომფორტული, ხელმისაწვდომი, სასიამოვნო და განურჩევლად ყველა გემოვნების, ასაკისა და სქესის ადამიანისათვის მისაღები.
2020 წელს მულტიბრენდულმა"არჩევანმა" წარადგინა კიდევ ერთი მოდის სახლი LEFON-ის სახით. მინიმალურ პერიოდში, 1 წლის შემდეგ, მოცემული ბრენდის კოლექცია სრულად ხელმისაწვდომი გახდა ქართული ბაზრისთვის. "არჩევანმა" მოიპოვა უფლება LEFON მისი ექსკლუზიური ბრენდი გამხდარიყო.
LEFON-ის შესახებ
Efe Tekstil-მა 2008 წელს დაიწყო საკუთარი კოლექციის შექმნა და რეალიზაცია LEFON-ის ბრენდის სახელით. შემქმნელებმა მიზნად დაისახეს მოცემული წამოწყება ყოფილიყო საერთაშორისო და მალევე მიაღწიეს მიზანს. ის ახლა უკვე წარმოდგენილია 3000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტითა და 24 მაღაზიით 123 ქვეყნის ტერიტერიაზე, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა. გეგმის მიხედვით, 2023 წელს მოცემული ბრენდი ხუთივე კონტინენტზე სრულად იქნება წარმოდგენილი ყველაზე პოპულარული და მდიდარი კოლექციებით.
LEFON შეიქმნა დინამიკური და გამოცდილი თანამშრომლებისა და დიზაინერების შრომის შედეგად. განვითარებაზე ორიენტირებულმა გუნდმა 2019 წელს მიაღწია გაყიდვების პიკურ მაჩვენებელს (2 400 000 პროდუქტი) და ყოველწლიურად დაიწყო მომხმარებლების განებივრება 25-ზე მეტი კოლექციის წარდგენითა და 1600-მდე განსხვავებული დიზაინის სამოსით.
ღირებულებები
ჩვენთვის მნიშვენლოვანია თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური ხედვა, სურვილები, იდეები და პიროვნული რეალიზაცია სამსახურში. მთავარი ღირებულება კი ურთიერთობაა თანასწორობისა, კომფორტისა და გუნდურობისა. მხოლოდ შიდა სამზარეულოს დალაგებისა და მოწესრიგების შემდეგაა შესაძლებელი კომპანია იყოს ისეთი ძლიერი, ინოვაციური და მომხმარებლების სურვილებზე ორიენტირებული, როგორიც "არჩევანია".
მისია და ხედვა
კომპანია "არჩევანის" მთავარი მისიაა მომხმარებელთა კმაყოფილების შენარჩუნება, კომფორტული საყიდლების შექმნა, ინოვაციური იდეებისა და სიახლეების განხორციელება და ხარისხიანი მოდის პლატფორმების წარდგენა საქართველოს ტანსაცმლის ბაზარზე, ისეთი, როგორიც LEFON-ია.