მოგზაურობა საუკუნეების განმავლობაში: კორსეტის ისტორია

მოგზაურობა საუკუნეების განმავლობაში: კორსეტის ისტორია

ჩვენს წელთაღრიცხვამდე

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, მინოელთა ცივილიზაცია იყო პირველი, სადაც კორსეტის ტარება დაიწყეს. ისინი ცხოვრობდნენ კრეტაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს. ამ უკანასკნელის ყველაზე ადრეული ილუსტრაცია მომდინარეობს მინოსური გველის ქალღმერთის ფიგურიდან, რომელზეც გამოსახულია კორსეტის მსგავსი ნივთი. ის ასევე აღმოჩენილია კრეტაზე, სამარხებში, რაც ადასტურებს, რომ მოცემული სამოსი ეცვათ, როგორც ქალებს, ასევე კაცებს და ვარაუდის მიხედვით, მას იყენებდნენ მხოლოდ საზეიმო მიზნებისათვის.

კორსეტის შესახებ შემდგომი ჩანაწერები გვხვდება ძველი საბერძნეთის ისტორიაში, რომლის მიხედვითაც ისინი, ძირითადად, მატყლისგან მზადდებოდა და განკუთვნილი იყო წელის გარშემო მჭიდროდ მორგებისათვის, თუმცა არა ფორმების ხაზგასასმელად.

The younger "snake goddess", from the palace of Knossos.

მე-16 საუკუნე

კორსეტი საუკუნეების მანძილზე არსებობს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი ფუნქცია და ფორმა მკვეთრად იცვლებოდა. მისი მოხმარება დაიწყეს სხეულის იდეალიზებული ფორმისათვის, რგორც საცვალი/ თეთრეული. კორსეტის კონცეფცია შემოიღო ეკატერინე დე მედიჩიმ საფრანგეთში 1500-იანი წლებში, ის თავდაპირველად ქალის სხეულის ბუნებრივად მიუწვდომელ სილუეტებად გარდაქმნისათვის შეიქმნა, მჭიდრო დგომითა და წაგრძელებული ფორმით.

The history of the corset

მე-19 საუკუნე

ისტორიის მიხედვით, კორსეტებმა პოპულარობის ზენიტს ვიქტორიანულ ეპოქაში მიაღწიეს. ამ პერიოდში კორსეტი ორმაგი დანიშნულების გახდა, ის არა მარტო წელზე მუშაობდა, არამედ მკერდზეც. მოდაში იყო ქვიშის საათის სილუეტი, კორსეტი კი ამ ფორმების მისაღწევად საუკეთესო გამოსავალი გახლდათ. 1839 წელს ფრანგმა ჯან ვერლიმ შექმნა "ქანდაკების" კორსეტი ქალბატონებისათვის, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო 1890 წლამდე, სანამ მაქმანით დამზადებული კორსეტები უფრო მოდური და პოპულარული გახდა.

Flapper Corset

ფლაპერ კორსეტი უფრო მოკლე, ნაკლებად შემჭიდროვებული კორსეტი იყო, რომელიც პოპულარობით 1920-იან წლებში სარგებლობდა. ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგებოდა ყველა წინამორბედს. მან გააქრო ქვიშის საათის ფიგურა და სილუეტი გახადა უფრო მართკუთხა.

რევოლუცია

მას შემდეგ, კორსეტს არასდროს დაუტოვია მოდის სცენა, იგი წლების განმავლობაში არაერთმა დიზაინერმა ხელახლა წარადგინა. მისი შესანიშნავი დაბრუნება 1970 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანელმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა მოახდინა რევოლუცია - გამოიყენა ის არა როგორც თეთრეული, არამედ როგორც ტანისამოსი.

Vivienne Westwood corsets

90-იანი წლები 

ჟან-პოლ გოტიემ და ტიერი მუგლერმა კორსეტები თავიანთ კოლექციაში შეიტანეს 1980-იან წლებში. მადონამ კი გოტიეს ცნობილი ვარდისფერი ატლასის კორსეტი პოპულარული გახადა 1991 წლის Blonde Ambition ტურნეზე. 

Madonna during her 1991 Blonde Ambition Tour 

თანამედროვე კორსეტი

თანამედროვე კორსეტი არის უფრო მოკლე, ნაკლებად შეკუმშული ცენტრალურ ნაწილში, რომლეიც პპულარულია 21-ე საუკუნეში. ეს კორსეტები შექმნილია, რათა მფლობელმა მიაღწიოს სასურველ ფორმასა და იერს და ამავდროულად თავი იგრძნოს კომფორტულად.
ფოტო წარმოდგენილია Lefon.ge-ს კოლექციიდან
ისინი ამჟამად პოპულარულია, როგორც თეთრეულის, ასევე ტანისამოსის სახით. დიზაინერები ამ უკანასკნელს ახლა უკვე ტოპის სახითაც გვთავაზობენ, რომელიც ტანზე მჭიდრო დგომით გამოირჩევა:
ფოტო წარმოდგენილია Lefon.ge-ს კოლექციიდან
კორსეტის ინსპირაციითა და შთაგონებით შექმნილი სხვადასხვა სამოსი Lefon.ge-ს კოლექციიდან:
  • მაისური
ფოტო წარმოდგენილია Lefon.ge-ს კოლექციიდან
  • პერანგი
ფოტო წარმოდგენილია Lefon.ge-ს კოლექციიდან
  • კაბა
ფოტო წარმოდგენილია Lefon.ge-ს კოლექციიდან
  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები