მოდალი - მომავლის ქსოვილი

მოდალი - მომავლის ქსოვილი

ქსოვილთა სპექტრში მოდალი ინოვაციაა, ეს არის ფაქტურა მაღალი ესთეტიკური და ტექნიკური მახასიათებლებით.

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომაა ძვირადღირებული საცვლები ასეთი რბილი და სათუთი? - ეს ყველაფერი სუნთქვადი, მსუბუქი და ეკოლოგიურად სუფთა მოდალური ქსოვილის დამსახურებაა.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

  • არის თუ არა მოდალური ქსოვილი მდგრადი?

მოდალი დამზადებულია ბუნებრივი მასალისაგან და მთლიანად ბიოდეგრადირებადია, ამიტომ ტექნიკურად მდგრადი ტექსტილია.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

  • მოდალი VS ბამბა

ორივე მათგანს აქვს სხვადასხვა საკითხში უპირატესობა, ამიტომ ჩვენ გაგაცნობთ მათ, რათა თავად გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის უმჯობესი:

  1. ბამბის ქსოვილი ცოტაოდენ უფრო გრილია, თუმცა მოდალი, ასევე პოპულარულია ცხელ და ნოტიო კლიმატში მოსახმარად.
  2. მოდალური ქსოვილი უკეთ ინარჩუნებს ფორმას, ბევრი გამოყენების შემდეგაც კი.
  3. მოდალური ქსოვილი უფრო მეტად გამძლეა.
  4. მოდალი უფრო მეტად მდგრადია ვიდრე ბამბა.
  5. მოდალი ლუქს კლასის ქსოვილთა რიგებს მიეკუთვნება.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

    • რატომ მოდალი?
    1. მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთაა: მოდალი არის წიფლის ხეებიდან მიღებული რეგენერირებული ბოჭკო, რომლის მოსავლიანობაც 10-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ბამბის. აქედან გამომდინარე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოდალი ბამბაზე მდგრადია.
    2. ენერგოეფექტურია: სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით მოდალი მოითხოვს მცირე საწმენდ და მათეთრებელ საშუალებებს, მის გასარეცხად კი რეცხვის მოკლე ციკლიც საკმარისია.
    3. სუნთქვადია: სწორედ ამ მიზეზით მოდალური ქსოვილი გამოიყენება თეთრეულისა და საბავშვო ტანსაცმლის წარმოებისათვის, მისგან შექმნილი სამოსი ნამდვილად ფუფუნებაა.
    4. მარტივი მოსახმარია: მნიშვნელოვანია, რომ მოდალური ქსოვილი არაა მიდრეკილი დაჭმუჭვნისაკენ, სწორედ ამიტომ, სხვა მიზეზებთან ერთად, მისი ყოველდღიური მოხმარება ძალიან კომფორტულია.

    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    • რა უნდა გავითვალისწინოთ მოდალურ ქსოვილთან დაკავშირებით?
    1. ვინაიდან, მოდალი მცენარეული სინთეზური პროდუქტია, უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა არ გამოვიწვიოთ მისი გახუნება: ნუ გააშრობთ მას მცხუნვარე მზეზე.
    2. მოდალის სამომხმარებლო ფასი, ბამბისგან ან ვისკოზასგან განსხვავებით, საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, მას ბევრი კომერციული ბრენდის კოლექციაში ვერ აღმოაჩენთ, ხოლო, როდესაც სადმე გადააწყდებით, აუცილებლად, გამოიყენეთ შესაძლებლობა და შეიძინეთ ის.

    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

      • რატომ იქმნება ზაფხულის სამოსი მოდალური ქსოვილით, როდესაც ბამბა ცოტაოდენ უფრო გრილია?
      1. მოდალი შთანთქავს მთელ ტენიანობას, როგორც ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენს სხეულზე. სწორედ ამიტომ მისგან შექმნილი სამოსი იდეალურია ზღვისპირა ქალქებში მოსახმარად და კიდევ, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ოფლიანობა აწუხებთ, ან  ეგზემისადმი მიდრეკილი კანი აქვთ.
      2. მოდალურ ქსოვილში თქვენს კანს სუნთქვა შეუძლია. ის ზაფხულის საუკეთესო ალტერნეტივაა.
        |  

      More Posts

      შეთავაზება

      დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

      პროდუქტები