შეთავაზება
დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.
ჯინსის მსგავსად, ტილო ძაფების მჭიდრო ქსოვის მეთოდით იქმნება და სწორედ ამიტომ, ვიღებთ ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ქსოვილს. რაც უფრო ცოტაა ძაფების რაოდენობა, მით უფრო თხელი, მსუბუქი და გრილი გამოდის ფაქტურა - სწორედ მას გამოარჩევენ ზაფხულის სეზონისათვის.
ტილოს ფაქტურის მასიური გამოყენებით გამოირჩევა ლეფონის SS 2023 წლის კოლექცია, რომლის ქსოვილის შემადგენლობაშიც ვისკოაზას აღმოაჩენ.
არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც უნდა იცოდე სანამ მაღალ ტემპერატურასთანა და ზაფხულის მწველ მზესთან მოგვიწევს შეხვედრა. ტყუილად არ მიხსენებია ვისკოზა და არც LEFON-ის შემქმნელებს გამოუყენებიათ ის, ასე მასიურად გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში.
თუ თქვენ ეძებთ გამძლე და ხელმისაწვდომ მასალას, მდიდარი ტონალობებით, მაშინ ვისკოზა საუკეთესო გამოსავალია. ის მდგრადი და გამძლეა ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში და რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, სასიამოვნოა კანზე შეხებისას.
მიუხედავად იმისა, რომ ვისკოზა ნახევრად სინთეზურია, ბამბისგან განსხვავებით, მაინც აქვს მასზე უპირატესი თვისებები, მაგალითად: ის უფრო მეტად მსუბუქი და გლუვია, შესაბამისად კომფორტულია მორგებულ მდგომარეობაში, თანაც მთელი დღის განმავლობაში.
ტოპი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ქვედაბოლო: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
რატომაა ვისკოზისაგან შექმნილი ქსოვილი უკონკურენტო ცხელ დღეებში?
ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეს, ზაფხულისათვის შეარჩიო ნათელი ფერები, რათა შთანთქო მზის სხივები და გაიმარტივო ცხელი დღეები.
დიდი პრობლემაა, როდესაც მგრძნობიარე კანი გაქვს და არ იცი სიცხეში რა ჩაიცვა. ვისკოზა სწორედ ის ქსოვილია, რომელიც კანის ამ ტიპისთვისაც უსაფრთხო და უკონურენტოა.
ტოპი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ქვედაბოლო: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
პიჯაკი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
შარვალი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.