როგორ გამოვიყურებოდეთ მდიდრულად?

როგორ გამოვიყურებოდეთ მდიდრულად?

არ არის აუცილებელი, იყო მილიონერი რომ მდიდრულად გამოიყურებოდე.

გაინტერესებს, როგორ აქვს ზოგიერთ ადამიანს ყოველთვის სოლიდური და მდიდრული ვიზუალი? - დაიმახსოვრე, სტილის შესაქმნელად მთავარი ცოდნაა და არა ფული. ამ სტატიაში მე გაჩვენებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდე მდიდრულად დიდი ხარჯის გარეშე.

1.მოერიდე ლოგოებს და ამოიღე ყველა თეგი შენი ტანსაცმლიდან

ძვირადღირებული და მაღალი კლასის ბრენდები არსადროს ათავსებენ დიდ ლოგოებს საკუთარ სამოსზე, რატომ? -  მათ ისედაც აქვთ უნიკალური და ინდივიდუალური ხედვა და მის ამოსაცნობად წარწერები არაა საჭირო. LEFON-ის პროდუქტებზეც ვერ შეხვდები ლოგოებს, რადგან მისმა მომხმარებლებმა კარგად იციან ბრენდის ხარისხი და განსაკუთრებული ხელწერა.

 

მნიშვნელოვანი ფაქტორია, სამოსი ზუსტად იყოს ტანზე მორგებული. როდესაც კონსტრუქცია მჭიდროდ ერგება სხეულს, იქმნება თვალისთვის სასიამოვნო ვიზუალი. მოხდენილი და კომფორტული მორგება არც თუ ისე ხელმისაწვდომი ფუფუნებაა კომერციული ბრენდებისაგან, თუმცა LEFON-ის სამოსი ამ თვისებასაც მკაფიოდ კარგად აკმაყოფილებს.

2. მიმართე მონოქრომულ ხრიკს

ლუქი ყოველთვის კარგად გამოიყურება, როდესაც სრულად ერთ ფერში ან ერთი ტონალობის გრადაციაშია გადაწყვეტილი. მით უმეტეს, 2023  წელს ეს ტენდენცია მკვეთრად გამოიკვეთა და ახლა კიდევ უფრო თავადაჯერებულად შეგიძლია მიმართო მონოქრომული ლუქის ხრიკს, რომელიც ძვირადღირებულ ვიზუალს შექმნის.

 

ეცადე ლუქის ყველა ერთეული ერთ ტონალობაში ან/და ზუსტად ერთ ფერში იყოს გადაწყვეტილი, შდეგად შენ ნახავ როგორ გაბრწყინდება და შეიძენს კლასიკურ სახეს ერთი ჩვეულებრივი ბლუზა.

3. უპირატესობა მიანიჭე თეთრ ფერს

თეთრი, რძისფერი, ძალიან მკრთალი სპილოსძვლიფერი - ეს ის ტონალობებია, რომლებიც ბევრად უფრო სოლიდურ და მდიდრულ ლუქებს ქმნიან, ვიდრე სხვა დანარჩენი.

 მოსაცმელი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

მართალია, თეთრი სამოსი არც თუ ისე პრაქტიკულია, თუმცა თეორია იმის შესახებ, რომ ის მდიდრულად გამოიყურება - რეალურია. თუკი გსურს დარწმუნება, უბრალოდ შეადარე ერთი და იგივე სამოსი თეთრ და სხვა რომელიმე ტონალობაში გადაწყვეტილი და აღმოაჩენ, რომ მათ შორის განსხვავება თეთრის უფრო მეტად ფოტოგენურ და სოლიდურ ვიზუალშია.

4. არჩევანი შეაჩერე აბრეშუმზე

აბრეშუმი და ატლასი მაღალი კლასის ქსოვილებს მიეკუთვნება, სწორედ ამიტომ, ისინი თავისთავად ქმნიან ძალიან მდიდრულ და ბზინვარე ლუქს.

 

LEFON-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცაში უამრავ ატლასის კაბას, ქვედაბოლოს, ტოპსა თუ კორსეტს აღმოაჩენ, რომელთა ნაწილიც საინტერესო კოლაბორაციაშია ლითონის ნაკეთობებთან, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძაფრებს ნივთის მდიდრულ იერსახეს.

5. გამოიყენე ბუნებრივი ქსოვილები

მნიშვნელოვანია, ვიზუალურად "ძვირადღირებული" სამოსის ქსოვილი გამოიყურებოდეს, როგორც ხარისხიანი და ბუნებრივი. მათ შორის, საუკეთესო გაზაფხულის სეზონისათვის კი ტილოა, ის უკონკურენტოა გრილ ფაქტურათა შორის.

 

 კომბინიზონი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა 

 

  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები