როგორია ნაყოფიერი შოპინგი?

როგორია ნაყოფიერი შოპინგი?

 როგორ გავხდეთ უფრო მოდური? როგორ დავზოგოთ ფინანსები? როგორ შევქმნათ პატარა გარდერობისგან, მრავალფეროვანი ლუქები? - ამ და სხვა კითხვებს პასუხი ქვემოთ გაეცემა!

________________________________________________________________

1. ნუ იყიდი ტანისამოსს, მხოლოდ ერთი შემთხვევისათვის

ჩვენ, ყველა ასე ვიქცევით. თუმცა ეს შეცდომაა... ქორწილი, დაბადების დღის წვეულება, ვახშამი მეგობრებთან ერთად, საინტერესო ადგილას გამგზავრება - ნიშნავს, რომ აუცილებლა, გვჭირდება რაღაც განსაკუთრებული და, შესაბამისად, ახალი! 

იმის ნაცვლად, რომ იყიდოთ რაიმე კონკრეტული გარკვეული ღონისძიებისათვის, შეეცადეთ თქვენი გარდერობი დააკომპლექტოთ უფრო მრავალმხრივი კაბებით. 

მრავალმხრივია კაბა, რომელსაც მოირგებდი დაბადების დღის წვეულებისთვის, თუმცა სანაპიროზე სეირნობისასაც გამოგადგება. LEFON-ის SS 2023 წლის კოლექციაში აღმოვაჩინე მოდელი, რომელიც ორივე სიტუაციისას იდეალურად წარმოგაჩენს და არა მარტო ის, თუ დაათვალიერებ, აღმოაჩენ, რომ ბრენდის თითოეული კაბა მასიურად მრავალმხრივია!

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ან ისეთი კაბა, რომელსაც ივენთზეც მოირგებდი და სამსახურეობრივ შეხვედრაზეც. მოკლედ, იყიდე სამოსი, რომელსაც მხოლოდ ერთ სიტუაციას არ მიუსადაგებ! როგორ ფიქრობ, თბილ დღეებში დაგეგმილ ღონისძიებაზე ან საქმიან ვახშამზე ეს კაბა გამოგადგებოდა? - ჩემი აზრით, იდეალურია, თანაც არა მხოლოდ ამ ორი სიტუაციისათვის!

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

"რაიმის ყიდვის დროს ჰკითხე საკუთარ თავს - ჩავიცვამ მას მინიმუმ 30-ჯერ? თუ პასუხი არის "კი", მაშინ იყიდე, მაგრამ ნახავ, რამდენჯერ იტყვი "არას". "/ლივია ფირტი/

________________________________________________________________

2. ნუ იყიდი ან შეინახავ იმას, რაშიც საკუთარ თავს ვერ ხედევ

თითქმის ყველა ვინახავთ სამოსს, რომელიც ვიცით, რომ არ ჯდება ჩვენს სტილში. ხშირად ვყიდულობთ რაღაცას ახირებულად, რადგან ის ტრენდშია ან/და დავინახეთ სხვას როგორ უხდებოდა, თუმცა ჩვენ რამდენჯერაც მოვირგეთ, იმდენჯერ გავიხადეთ. თუ ტანსაცმელი თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად არ გაგრძნობინებს, მას შენს ცხოვრებაში ადგილი არ აქვს.

თუმცა არსებობს სამოსი, რომელიც "მოდიდან არ გადადის", ის უბრალოდ კლასიკაა, რომლის შეძენასაც არასდრო ინანებ და ყოველთვის გამოიყენებ ლუქის მარტივად შესაქმნელად:

მაგალითად - თეთრი მაისური ან/და პერანგი კლასიკური დიზაინით:

 

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

 პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

"თეთრ მაისურს ყოველთვის ვთვლიდი მოდური ალფაბეტის ალფად და ომეგად." /ჯორჯო არმანი/

________________________________________________________________

3. იყიდე სამოსი ორეულად ან სამეულად

 ეს ტექნიკა შესანიშნავია მათთვის, ვისაც დიდი ხარჯის გაღება არ სურს სამოსში და ამავდროულად მრავალფეროვნება მოსწონს. სამეულის ან ორეულის ერთეული შეგიძლია სხვა ვიზუალის შესაქმნელადაც გამოიყენო, ამრიგად, რამდენიმე ლუქის მორგებას შეძლებ:

მაისური: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ქვედაბოლო: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ერთი და იგივე ქსოვილისაგან და ტონალობისგან შექმნილი სამოსის კომბინაცია საოცრად მდიდრულ ვიზუალს ქმნის, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მათი სხვა ტანსაცმელთან შეფერებაც საკმოს მარტივი საკითხია. მაგალითად, ლურჯი ტოპი იდეალურად ერგება ჯინსის ქვედებს.

________________________________________________________________

 4. შეარჩიე ხარისხიანი ბრენდი ხელსაყრელი ღირებულებით

რთულია იპოვნო ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა შესაძლებელია. LEFON-ის სამოსი შექმნილია ხარისხიანი ქსოვილისაგან, რომელიც კომფორტულია შესაბამის სეზონზე მოსარგებად. მაგალითად, თვალს თუ გადაავლებ SS 2023-ის კოლექციას დარწმუნდები, რომ ყველა ერთეული წარმოდგენილია გრილი და სასიამოვნო ფაქტურისაგან, რომელიც გაგიმარტივებს ცხელ დღეებს. მნიშვნელოვანია, ბრენდი ზრუნავდეს მომხმარებელზე!

 

მაისური: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ქვედაბოლო: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

 "არასდროს გამოიყენოთ სიტყვა "იაფასიანი". დღეს ყველას შეუძლია კარგად გამოიყურებოდეს ხელმისაწვდომ ფასად. მათ ხომ მდიდრებიც ყიდულობენ. კარგი დიზაინი ყველა საფასო სეგმენტში გვხვდება. შეგიძლია ყველაზე ელეგანტური იყო უბრალო მაისურში და ჯინსში - ეს შენზეა დამოკიდებული." /კარლ ლაგერფილდი/

შარვალი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

________________________________________________________________

5. არ დაგავიწყდეს მეგობრები

და ბოლოს, ყველაზე გულითადი რჩევა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. იშოპინგეთ და იარეთ საყიდლებზე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, რადგან შოპინგის დანიშნულება მხოლოდ ახალი ნივთების შეძენა როდია? - ის ძლიერი ანტიდეპრესანტია, რომელიიც თითოეული ჩვენგანის განწყობაზე დადებითად აისახება. დაეხმარე შენს გონებასა და სხეულს გამოყოს დიდი რაოდენობით სეროტონინი. გვეწვიე პეკინის #5-ში!

  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები