მარტის საუკეთესო არჩევანი

მარტის საუკეთესო არჩევანი

სანამ გაზაფხულის სიხალისე შემოაღწევს ჩვენს გონებასა და გულში, მანამ ზამთარი არ ნებდება, კუდს მოიქნევს ხოლმე თბილ სეზონზეც. 

მარტი გიჟიაო - ნათქვამია, სწორედ ასეთივე ამინდები იცის ამ თვემ - განსაკუთრებულად ნალექიანი და სუსხიანი დღეები. 

წვიმაში საუკეთესო მოსასხამი იცით რომელია? - თრენჩი/ პლაში.

დღეს ვისაუბრებთ მოცემული სეზონისათვის ყველაზე გამოსადეგ სამოსზე, რომელმაც დროს გაუძლო. შეიძლება, ითქვას, რომ ის ლეგენდარულია, 90-იან წლებში პოპულარობის ზენიტისა და დიდებული წარსულის გამო.  

 სამოსი, რომლის მემკვიდრეობაც პოდიუმს სცილდება

1820-იანი წლების წვიმიანი შოტლანდიიდან, პირველ მსოფლიო ომამდე და მოგვიანებით ჰოლივუდამდე. 

Trench - ქართულად ითარგმნება, როგორც თხრილი. არ გიფიქრიათ, რატომ დამკვიდრდა ეს სიტყვა მოცემლი პროდუქტის დასახელებად? 

 ისტორია შემდეგნაირია - პლაშები, პირველი მსოფლიო ომის დროს, ჯარისკაცებს ტალახიან თხრილებში ეცვათ. ამ ფაქტმა მას სახელი და უხეში მიმზიდველობა მიანიჭა. სინამდვილეში ის შეიქმნა შოტლანდიელი ქიმიკოსის ჩარლზ მაკინტოშისა და ბრიტანელი გამომგონებლის თომას ჰენკოკის მიერ. 1820-იან წლებში წარმოებული ეს წყალგაუმტარი პროდუქტი კომფორტული აღმოჩნდა ნალექიან ამინდში მოსახმარად, მისი ტარება დაიწყეს მაღალი სამხედრო წოდების პირებმა და ის თავიანთი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქციეს - როგორც უნიფორმი. თრენჩი ასე გახდა სოციალური განსხვავებისა და კლასის ნიშანი.

1940-იან წლებში თრენჩმა მოიშორა სამხედრო იარლიკი, რადგან ის იყო რომანტიზებული ტანისამოსი ჰოლივუდის მიერ. კინო ინდუსტრია აქტიურად მოსავდა მისით შემდეგ პერსონაჟებს: ოფიცერი, ჟურნალისტი, განგსტერი, დეტექტივი, ჯაშუში და მაცდუნებელი ქალი. ამრიგად, ჰოლივუდმა ხელი შეუწყო პლაში განსაკუთრებულად პოპულარული გამხდარიყო და მყარად დამკვიდრებულიყო მოდის ინდუსტრიაში.

LEFON-ის შავი პლაშების კოლექცია:

 

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

რამაც დროს გაუძლო, გენიალურია

დაახლოებით ნახევარი საუკუნე იქნება, რაც ტყავის პლაშების გარეშე ზამთარი წარმოუდგენელია...

 CHANEL Fall 1992

რთულია თქმა ახლა უფრო ტრენდულია ტყავის ეს მოდელები თუ ზემოხსენებულ, ნოსტალგიურ 90-იანებში.

Bella Hadid's Street Style

მრავალფეროვნებისთვის, კლასიკური დიზაინის გარდა, LEFON-მა განსხვავებული ფაქტურის ერთეულებიც შემოგვთავაზა, რომელიც ლაკის მბზინვარების გამო, საოცრად ფოტოგენურ ლუქს ქმნის.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

წარსულში ტყავის თრენჩებს ცხოველური ტყავისგან ამზადებდნენ, მაშინ ლამაზი სამოსის შექმნა გარემოზე დიდი ზემოქმედბის ფასად ხდებოდა. თუმცა, არავის უთქვამს უარი პლაშების წარმოებაზე, რომლებიც განსკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

დღეს ტყავის ულამაზესი ვიზუალის მისაღებად, მოდის ინდუსტრია ხელოვნურ მასალას იყენებს. ვეგანური ტყავისგანაა შექმნილი LEFON-ის ყველაზე მოთხოვნადი თრენჩები, რომლებიც ასაკისა და გემოვნების მიუხედავად, ყველას სიმპათიას იმსახურებს:

იცოდით, რომ ხელოვნური ტყავის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ქსოვილი მაშინ მიიღება, როდესაც საბაზისო ქსოვილს პოლიურეთანით ფარავენ.

LEFON-ის ტყავის სამოსის შემადგენლობაში სწორედ პოლიურეთანს შეხვდებით.

  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები