ქალის საუკეთესო მეგობარი

ქალის საუკეთესო მეგობარი

 

რადგანაც აქამდე, ასე ერთბაშად, არასდროს წარმოგვიდგენია თქვენთვის ბრენდ Lefon.ge-ს კაბების კოლექცია, მაშინ ამას 8 მარტისთვის გავაკეთებთ, რადგან, დამეთანხმებით, კაბა ქალის საუკეთესო მეგობარია ყველგან და ყოველთვს!

და როდის ვისაუბროთ თუ არა ახლა?! -  როდესაც ქალთა საერთაშორისო დღე, გლობალური დღესასწაული, ასე ახლოსაა.

იცი რითი გამოირჩევა Lefon.ge-ს კაბების კოლექციაა? - ის განსაკუთრებულად მრავალფეროვანია - ხაზს უსვამს მის ინდივიდუალიზმს, ვინც მოირგებს. თუკი შენი ხასიათი კონკრეტულ მომენტში ითხოვს ძლიერ სილუეტს ან პირიქით ჰაეროვანსა და სათუთს, ანდაც სექსუალურსა და მგზნებარეს, Lefon.ge თითოუეულ მათგანს მხარს უჭერს და გეხმარება, რომ გამოხატო, ის რაც გსურს. ამაში თავად დარწმუნდები !

________________________________________________________________

შენი სექსუალური მხრის ხაზგასასმელად ბრენდმა წარმოგვიდგინა კაბა, გამოყვანილი სილუეტითა და განსაკუთრებული ჭრილებით, რომლებიც ,ამავდროულად, საოცრად მშვენიერ და ზომიერ დეკოლტეს ქმნიან და შენ წარმოიდგინე, მიუხედავად ამისა, ეს კაბა მაინც ასეთი ცხელი და მგზნებარეა მორგებულ მდგომარეობაში:
ამასთან დაკავშირებით რობერტო კავალის უთქვამს - "თავი აარიდეთ ზედმეტობებს. მეტისმეტად მოკლე ქვედაბოლო, მეტისმეტად ღრმა დეკოლტე არ განსაზღვრავს სექსუალურობას."
________________________________________________________________
ვისაუბროთ ჰაეროვნებაზეც, თუკი ამ კუთხით გსურს თავის წარმოჩენა, საოცრად ნაზი ქსოვილი და დიზაინი დაგჭირდებათ. ამისთვის გირჩევთ ღია ტონალობები, ანდაც ცისარტყელის ფერები გამოგეყენებინათ, რადგან, რაც არ უნდა იყოს, მუქი ჩრდილები, მართალია, ელეგანტურია, მაგრამ დრამატულია:
Lefon.ge-ს მატერიის სასიამოვნო ფაქტურა თავად უნდა შეიგრძნო, რათა დარწმუნდე მის ხარისხსა და კომფორტულ მორგებაში, რაც ასეთი მნიშვნელოვანია. იცი რას ამბობდა ლეგენდარული ტომი ჰილფიგერი? - "არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ტანსაცმლის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია იდეალურად იყოს ტანზე მომჯდარი. თუ თქვენ მასში თავს მოუხერხებლად გრძნობთ, ამას ყველა შეამჩნევს."
________________________________________________________________
ძლიერი სილუეტის წარმოსაჩენად კი ჩვენი ბრენდის ვეგანური ტყავის კაბა გამოგადგება, რადგან ის შექმნლია მკვეთრი შტრიხებითა და ტყავის საკულტო ქურთუკის ინსპირაციით: 

 უკვე მიხვდებოდი, რომელ ქურთუკზეა საუბარი - იცოდი რომ ოდესღაც, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, ის ახალგაზრდებისთვის თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის სიმბოლო იყო.

________________________________________________________________

თუკი თქვენი პიროვნება მეტად სათუთი და ნაზია, მაშინ ეს კაბა თქვენი თავის წარმოჩენაში, იდეალურად დაგეხმარებათ:

გახსოვდეს, სამოსი სწორედ მაშინ გიხდება, როდესაც ის შენს პიროვნებას ვიზუალურად გამოხატავს!
________________________________________________________________
შემდეგ ვარიანტს კი, ისეთი ქალისთვის განვიხილავთ, რომელიც ინტროვერტია:
იცი რატომ მაინც და მაინც, ეს კაბა? - იმიტომ, რომ ის საოცრად ნეიტრალურია, არც მეტისმეტად მოკრძალებული და არც მდიდრული. ეს სწორედ ის მოდელია, რომელიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებს, რადგან ინტროვერტებს უყვართ კლასიკური და უტილიტარული კომბინაციები.
________________________________________________________________
ეს კაბა კი იმ კომფორტის მოყვარული ქალბატონებისთვისაა, რომლებიც გიჟდებიან სპორტულ სამოსზე და კლასიკურ მოდელებში ვერც კი პოულობენ საკუთარ თავს:
რაც შეეხება ულამაზეს წითელ ტონალობას, მას ვალენტინო გარავანი უკონკურენტო ტონალობად თვლიდა: " წითელი - საუკეთესო ფერია. ის ნებისმიერ ქალს უხდება... სიკვდილი, სიცოცხლე, ვნება, საუკეთესო ხერხი მოწყენილობის წინააღმდეგ - აი, რა არის წითელი. წითელში გამოწყობილი ქალისთვის, თვალის მოწყვეტა შეუძლებელია."
________________________________________________________________
ალბათ დაგაინტერესებს, ექსტრავერტი პიროვნებისთვის რას შემოგთავაზებდით:
შენი ექსტრავერტული მხარე ვერ იტანს მოსაწყენ დეტალებს, ვფიქრობთ კაბა საუცხოო ჭრილებით, შენს დაინტერესებას მოახერხებს.
________________________________________________________________
ამბივერტი კი, როგორც ინტროვერტსა და ექსტავერტს შორის გაჭედილი პიროვნება, საჭიროებს რაღაცა შუალედურს, არც კლასიკურს მაგრამ არც გადაჭარბებულს:
ეს კაბა უთუოდაა, კლასიკისა და საუცხოო დელატების უბადლო შერწყმა.
________________________________________________________________
  |  

More Posts

შეთავაზება

დაამატე კალათაში სასურველი ზომები და მიიღე -20% ფასდაკლება.

პროდუქტები